Friday, December 14, 2012

ეკოლოგიური პრობლემები


პროექტი
პროექტის სახელწოდება: ეკოლოგიური პრობლემები.
პროექტის მთავარი იდეა და აქტუალურობა: ჩვენი სოფლის ეკოლოგიური პრობლემები.
ა) ნაგავსაყრელების არსებობა სოფლის გარშემო, რაც  იწვევს სასმელი წყლის დაბინძურებას.
ბ) ტყეების მასობრივი გაჩეხვა და მისი საწვავად გამოყენება ბუნებრივი აირის არქონის გამო.
 პროექტის მიზნები:
ა) მოსწავლეების მიერ ინფორმაციის დამოუკიდებლად ძიების უნარ - ჩვევების განვითარება.
ბ) მოძიებული ინფორმაციის დამუშავების და ორგანიზების უნარ - ჩვევების განვითარება.
უცხ.ს. VI. 11. მოსწავლეს შეუძლია წერისას შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ - ჩვევებს.
·         მიზნიდან გამომდინარე, შეარჩევს ტექსტის სათანადო სტრუქტურას, სწორად იყენებს აბზაცსა და სხვა სტრუქტურულ მაორგანიზებლებს.
·         თავისუფლად იყენებს ზმნის ფორმებს ახლანდელი, მომავალი და წარსული დროის გამოსახატავად.
·         თავისუფლად იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს ლოგიკური კავშირების გამოსახატავად.
თექსტის შექმნისას იცავს აზრობლივი გადაბმის შესაბამის ენობრივ - გრამატიკულ საშუალებებს.
უცხ.ს. VI. 12 მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტატეგიებს (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) წერის პროცესის ყველა ეტაპზე.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         დასმული საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით, მეხსიერებაში მოიძიებს საჭირო ინფორმაციას, ანუ გაააქტიურებს საჭირო ცოდნასა.
·         საჭიროების შემთხვევაში, რესურსებში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას.
·         მიმართავს გონებრივ იერიშს და ჩამოწერს ყველა იდეას, რომელიც საწერ თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად.
·         შეარჩევს ინფორმაციებსა და იდეებს, მოიფიქრებს თუ როგორ დააკავშირებს მათ ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებს გეგმას.
·         წერს ტექსტს გეგმაზე დაფუძნებით.
·         იხსენებს სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ტექსტის შედგენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები.
მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული სტრატეგიები
4)მონაწილეთა ასაკი: XI კლასი.
5)პროექტის ვადები:ორი კვირა
6)მოსალოდნელი შედეგები:საპრეზენტაზიო სლაიდები,
ტექსტები  პრეზენტაციისთვის
7)რესურსები:პროცესორი,ციფრული ფოტოაპარატი, ჩანაწერები,
სახელმძღვანელო  “русский язык"ს.VI მ.ლორთქიფანიძე. ი.ჩხეიძე.
8)პროექტის მსვლელობა.ძირითადი აქტივობები:
ა)ჯგუფების ჩამოყალიბება
ბ)ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება
გ)კვლევების ჩატარება,სოფლის მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერება.
დ)სურათების გადაღება პრეზენტაციისათვის
ე)საპრეზენტაციო ტექსტზე მუშაობა
ვ)პრეზენტაცია
ზ)შეფასება
9)პროექტის ხელმძღვანელი:კესო თევდორაშვილი
10)ხელმძღვანელის ელ-ფოსტა :ktevdorashvili13gmail.com
11)პროექტის ვებ - გვერდი/ბლოგი: http://ktevdorashvili13.blogspot.com/

No comments:

Post a Comment